„სუფთა წყალი და ადამიანი“- ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის მე-8 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
19-04-2023
ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის მე-8 კლასში, ბილინგვური სწავლების ჯგუფმა პროექტი „სუფთა წყალი და ადამიანი“ განხორციელა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები წყლისა და ცოცხალი არსებებისთვის მისი მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. გაიგეს, თუ რა გზას გადის მდინარის წყალი წყალსაცავებიდან ონკანში მოხვედრამდე, წყლის დაბინძურების ძირითადი ფაქტორები, მისი გასუფთავების მეთოდები.

ასევე, გაიგეს, თუ რა გზით შეიძლება მოხვდნენ სასმელ წყალში დამაბინძურებლები და რა ზიანი შეიძლება გამოიწვიონ მათ. 

მოსწავლეები წყალმომარაგების კომპანიაშიც იმყოფებოდნენ, სადაც ნახეს სად ივსება წყალი, როგორ ხდება ფილტრაცია. გარდა ამისა, ნინოწმინდის სასმელი წყლის ხარისხს გაცეცნენ. 

ისინი ექსკურსიაზე ნინოწმინდის ერთ-ერთ წყალსაცავში იყვნენ, ნახეს მისი სტრუქტურა და კომპანიის თანამშრომლებს კითხვები დაუსვეს.მიღებული ცოდნა მე-8 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს.

პროექტის ხელმძღვანელი - ნირა შირინიანი, ხოლო ორგანიზატორი - ბურასტან ჯანამიანია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203