ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სააღდგომო დეკორაციები დაამზადეს
19-04-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

ამჯერად, მოსწავლეებმა სააღდგომო დეკორაციებზე იმუშავეს. მათ ხელოვნების პედაგოგ ეკატერინე ხარაიშვილის ხელმძღვანელობით, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, საინტერესო ნომრები წარადგინეს და ამ დღის ისტორიაზე ისაუბრეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

„ბავშვებმა უდიდესი სიამოვნება მიიღეს სააღდგომო დეკორაციებზე მუშაობისას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203