ძეძილეთის საჯარო სკოლაში საქართველოს თავისუფლებას შეწირულ გმირთა ხსოვნას ღონისძიება მიეძღვნა
19-04-2023
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილს აქტივიბები მიეძღვნა.

ღონისძიება ისტორიის პედაგოგის - ლელა ჩიხლაძის ხელმძღვანელობით გაიამრთა. მოსწავლეებმა სამშობლოსთვის გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, მათ 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურად ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობებში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო, მათ აზრი დააფიქსირეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203