„ჩვენი ანბანი“- ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათივე შექმნილი ელექტრონული რესურსის პრეზენტაცია გამართეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავან. გამონაკლისი, რასაკვირველია, არც დედაენის დღე ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით, II-VI კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი ელექტრონული რესურსის - „ჩვენი ანბანი“ პრეზენტაცია გამართეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მათ აქტივობა მასწავლებელ ნინო გიგოლაშვილის ხელმძღვანელობით განახორციელეს.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.
იხილეთ მოსწავლეთა შექმნილი ელექტრონული რესურსი ბმულზე