ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასის პედაგოგების ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.
მის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები განხორციელდა - „ამბავი დედაენისა“, „ვწეროთ ქართულად“, „მხატვრული კითხვის საათი“, „კალიგრაფიის კონკურსი“.
კვირეული შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა, მოსწავლეებმა დედაენაზე ლექსები წაიკითხეს. ისინი აქტივობებში მონდომებით, ინტერესითა ხალისით ჩაერთნენ. კვირეულის მიზანი იყო დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ მშობლიური ენისა დამწერლობის შესახებ.
„მადლობა ჩვენს პედაგოგებს: ნ.საურს, მ.ბაიაძეს, ხ.ღვინიაშვილს, ჟ.ქარელს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.
იხილეთ ფოტოები: