შთამბეჭდავი პატრიოტული ღონისძიება ძევრის საჯარო სკოლაში 
19-04-2023

უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, 9 აპრილთან დაკავშირებით პატრიოტული მსვლელობა მოაწყვეს. მოსწავლეებმა, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დიდი სიამაყით აფრიალეს საქართველოს დროშა.

„ჩვენ ვართ საქართველო“ - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი. 

აღსანიშნავია, რომ საგანგებოდ გამოწყობილმა, მეორე კლასის მოსწავლემ - ალექსანდრე გუგუშვილმა მხატვრულად წაიკითხა ლექსი და მსვლელობის მონაწილეები ემოციებით აავსო. 

ღონისძიებაში დიდი თუ პატარა, პატრიოტული სულისკვეთებით ჩაერთო და თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს პატივი მიაგეს. 

ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში ტრაგედია დატრიალდა, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერ დარბევაში. შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 427 კი, დაშავდა. 9 აპრილი კი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის გარდამტეხი თარიღი გახდა.

იხილეთ ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203