
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მესამე და მეშვიდე კლასების მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა წარუდგინეს.
მოსწავლეებმა, ინსცენირებით გამოხატული განცდები, ემოციები, ფიქრები მაყურებლამდე სიყვარულით მიიტანეს და მრავალფეროვანი წარმოდგენა შესთავაზეს.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ ღონისძიების ავტორებმა, პედაგოგებმა - მარიკა ფიფიამ და ქეთო ღვინჯილიამ, მოსწავლეებთან ერთად შეძლეს ძაფების გაბმა, რომელიც ადამიანს ბუნებასთან აკავშირებს და რომ ლიტერატურაში ასახული თანაგანცდის მაგალითები მრავალჯერ დაგვაფიქრებს და სიკეთეს კეთებისკენ გვიბიძგებს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა, მრავალფეროვნება, კანონზომიერება, ჰარმონია, ადამიანისა და ბუნების, როგორც სულიერი არსების ურთიერთდამოკიდებულება სცენაზე გააცოცხლეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: