სენაკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედაენის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
19-04-2023
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები დედაენის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.

მათ დედაენისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს. გაიმართა კალეგრაფიისა და კითხვის კონკურსები. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, საინტერესო ნამუშევრები დაამზადეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

მოსწავლეებმა სიგელები და ჯილდოები დაიმსახურეს. ღონისძიება კი ფლეშმობით დამთავრდა.

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203