
სამტრედიის N4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა - ირმა გაგუამ მე-4 კლასში, წიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით შემეცნებითი გაკვეთილი ჩაატარა.
მასწავლებელმა მოსწავლეებს აუხსნა, რამდენად მნიშვნელოვანია იცოდე კარგი კითხვა, გიყვარდეს წიგნი და რა უპირატესობაა აქვს წიგნიერ მოსწავლეს.
პედაგოგმა აღნიშნა, რომ წიგნიერი მოსწავლეები სწრაფად და ხარისხიანად სწავლობენ, თან არა მარტო მშობლიურ ენაზე, არამედ სხვადასხვა ენებზეც.
აღსანიშნავია, რომ მთავარ თემად განხილული იყო - „წიგნიერება პირველია პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციებს შორის“.
პედგაგოგმა აღნიშნა, რომ წიგნიერი მოსწავლეები გამოირჩევიან ემპათიის, პოზიტიური სოციალური ურთიერთობისა და თანამშრომლობის უნარით.
მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მხატვრულ კითხვაში და ემოციებით ივსებოდნენ.
სასწავლო პროცესში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ჩაერთნენ.
იხილეთ ვიდეო: