ზემოსურების საჯარო სკოლაში დედაენის დღეს საინტერესო კლასის საათი მიეძღვნა
19-04-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის | - ||| კლასებში, კლასის საათი ჩატარდა, თემაზე - „დედაენის დღე“. 

შეხვედრის მიზანი იყო, დედაენის რაობის გააზრება, ქართული დამწერლობის საფეხურების გაცნობა და ენის დაცვაზე ზრუნვა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ სამ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საქართველოს თვითმყოფადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - მამული, ენა და სარწმუნოება!

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ უფრო მეტი და ახალი ინფორმაცია მიიღეს ქართულ ენასთან დაკავშირებით. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა პედაგოგის მხარდაჭერით მრავალფეროვანი პოსტერები და ნახატები შექმნეს და მათივე ციტატები გააჟღერეს. 

ასევე იაკობ გოგებაშვილის დედაენაზე, ბავშვების უსაყვარლეს მწერალზე და მის უდიდეს ღვაწლზე ისაუბრეს. 

კლასის საათს პედაგოგი მანანა ბარამიძე ხელმძღვანელობდა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203