საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, ზუსტ, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი კათედრების ორგანიზებით სახალისო ვიქტორინა გაიმართა. მასში VII-X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ვიქტორინის ინტეგრირებული კითხვები გეოგრაფია-მათემატიკა-ქიმია-ბიოლოგიიდან იყო შედგენილი.
მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. ღონისძიებას მათემატიკის პედაგოგი ხათუნა მშვენიერაძე, გეოგრაფიის პედაგოგი ნანა ბერძენიშვილი და ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი ნაირა ლეჟავა უძღვებოდნენ.
დასასრულს, გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა და ვიქტორინაში მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.