რიონის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა
19-04-2023
სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. 

გაიმართა თემატური ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა მრავალსაუკუნოვანი ქართული ენის ისტორია საინტერესოდ მიმოიხილეს და მშობლიური ენა სათუთი სიტყვებით შეამკეს. გარდა ამისა, ინტელექტუალური კონკურსი „ქართული ენის საუკეთესო მცველისა და მცოდნის“ სტატუსის მოსაპოვებლად გაიმართა.

„ქართული ენა მუსიკაა... ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა“ - ილია II“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203