საბირქენდის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლაზე ზრუნავენ
19-04-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულნი.

აღსანიშნავია, რომ 2022-2023 სასწავლო წელს სკოლის 8 პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

პედაგოგებს: პირადა ჰასანოვას, გუმაი იბადოვას, არზუ ბაირამოვას, მახირა ბაბაზადეს, თამელა მამედოვას, გულაია მამედოვას, ნამაზ გაჯიევას და ზეინაბ გაჯიევას, სკოლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ. 

„პედაგოგებს, ვულოცავთ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას წინსვლას და წარმატებას ვუსურვებთ!“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203