„ჩვენ და აუტიზმი“ - ვერნების საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
19-04-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნებს არამედ ტოლერანტობასა და კაცთმოყვარეობას ასწავლიან, ამიტომ მათ სხვადასხვა საკითხზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებას სთავაზობენ. 

2 აპრილს, სკოლაში გაიმართა ღონისძიება - „ჩვენ და აუტიზმი“.

პედაგოგმა, ივლიტა ზოიძემ მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია აუტიზმის შესახებ. მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად აუტიზმის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს. 

„მოსწავლეებმა იციან, რომ აუტიზმი არ არის დაავადება და ის არ გადადის ურთიერთობით. ვიცით, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია, განსხვავებული მეტყველება და კომუნიკაცია აქვს. ამიტომ ჩვენ არ ვაქცევთ განსხვავებულობას ყურადღებას. ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანს აქვს სწავლისა და განათლების უფლება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203