მაღლაკის N1 სკოლის მასწავლებელი იოსებ ფხაკაძე მე-7 კლასის მოსწავლეებს სპორტის მნიშვნელობაზე ესაუბრა
19-04-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი იოსებ ფხაკაძე მოსწავლეთა განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავს. 

ამჯერად, ის მე-7 კლასის მოსწავლეებს სპორტის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება ფეხბურთზე, კალათბურთსა და ცურვაზე გაამახვილა. საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

„სპორტი მოიაზრება, როგორც ფიზიკური აქტივობების ერთობლიობა, რომელიც ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხის აუმჯობესებს. ფიზიკური აქტივობა ადამიანს ეხმარება ისეთი დაავადებების თავიდან აცილებაში, როგორიცაა: სიმსუქნე, დიაბეტი, სიმსივნე, მაღალი არტერიული წნევა, ის ზოგადად ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც აუმჯობესებს. ახალგზრდები, რომლებიც ჩართული არიან სპორტულ აქტივობებში, არიან უფრო ჯანმრთელები, უკეთესი აკადემიური მოსწრება აქვთ, ისინი მეტად გახსნილები და აქტიურები არიან.
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203