აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში დედაენის დღე შთამბეჭდავად აღინიშნა
19-04-2023

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში, დედაენის დღეს საინტერესო ღონისძიებები მიეძღვნა. 

სკოლაში, დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა, პედაგოგების დონა გამისონიასა და ირმა საჯაიას ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „დედაენა ჩემი პირველი წიგნი“, ჩატარდა. 

მასწავლებლები მოსწავლეებს ქართული ენის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შემოქმედებით უნარები გამოავლინეს და სათქმელი ნახატებით, ეფექტურად გადმოსცეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ყვავილებისგან ნამუშევრები შექმნეს, მათ ლამაზი ასოებით „აი ია“ და  „დედაენა“,  დააწერეს. 

ასევე პატარებმა, ფერადი ქაღალდები გამოჭრეს, სადაც დაიტანეს ქართული ანბანი და „ჯადოსნურ ხეზე“, ჩამოკიდეს. 

აღსანიშნავია  ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელ შორენა ბერიშვილის ხელმძღვანელობით გამართული კვირეული, სახელწოდებით - „უნდა დავიცვა ქართული ენა“. 

კვირეულის ფარგლებში, მოეწყო შემდეგი აქტივობები: 

  • პოსტერების დამზადება, სახელწოდებებით: „ენა ბურჯია ერისა“ და „დაიცავი დედაენა“;
  • ფილმის  - „1978 წლის 14 აპრილი“, ჩვენება;
  • ესეები კონკურსი - „ქართული ენის სადარაჯოზე“. 

V,VI,VIII,X კლასის მოსწავლეების ჩართულობით, სკოლა კიდევ ერთხელ შეუერთდა დედაენის დღესასწაულს.

„ქართული ენა მსოფლიოს მერვე საოცრებაა“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებებისთვის. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203