ბორბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
19-04-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღინიშნა.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, საინტერესო ნომრები წარადგინეს, ამ დღის ისტორიაზე ისაუბრეს და ქართულ ენას ხოტბა შეასხეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203