დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ტური
19-04-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო. 

თავდაპირველად, მერვეკლასელებმა ნახუნაოში არსებული ფერმა მოინახულეს. ფერმაში სირაქლემებს, ფარშევანგებს და სხვადასხვა ჯიშის ფრინველებს უვლიან. ეგზოტიკური ფრინველების დათვალიერება მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

საგანმანათლებლო ტური მოსწავლეებმა მარტვილის მონასტერში გააგრძელეს, ბოლოს კი მარტვილის მუზეუმს ესტუმრნენ და სამუზეუმო ექსპონატები დიდი ინტერესით დაათვალიერეს. 

ტური მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელი აღმოჩნდა. ექსკურსიიდან მერვეკლასელები სასიამოვნო შთაბეჭდილებებითა და ახალი ინფორმაციით დატვირთულნი დაბრუნდნენ.   

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203