„მამული, ენა, სარწმუნოება“ - დილისკის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა 
19-04-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

სკოლაში, დედა ენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „მამული, ენა, სარწმუნოება“ გაიმართა. 

მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობასა და ისტორიის შესახებ ისაუბრეს, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. ბავშვებმა ასევე დაამზადეს კედლის გაზეთები. 

მოსწავლეები საგანმანათლებლო აქტივობებში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ, ღონისძიების ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.  

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203