ოდიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო სააღდგომო პროექტში ჩაერთნენ
19-04-2023

ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა თუ აქტივობაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები English Book Eduucation-ის გამოცხადებულ სააღდგომო პროექტში - აღდგომა საქართველოში, უკრაინაში და საბერძნეთში მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს და თითოეული ქვეყნის სააღდგომო ტრადიციები გადმოსცეს, პოსტერები და ელექტრონული პრეზენტაციები შექმნეს.

პროექტის ბოლოს, თავიანთი ნამუშევრები სამივე კლასმა პრეზენტაციის სახით წარადგინა, მათ სამივე მოცემული ქვეყანა ერთმანეთს შეადარეს და იმსჯელეს მსგავსება-განსხვავებებზე.

პროექტს ინგლისური ენის მასწავლებელი სოფიო ციმინტია ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203