აბულის საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა
19-04-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა, მასწავლებელთან ერთად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს. 

სკოლაში ეს დღესასწაული ტრადიციულად აღინიშნება, წელსაც პედაგოგი და მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ემზადებოდნენ. 

მოსწავლეებმა, სკოლაში ისაუბრეს ამ რელიგიური დღესასწაულის ტრადიციებზე, პასკის გამოცხობისა და კვერცხების წითლად შეღებვის მნიშვნელობაზე. 

მოსწავლეებისთვის დღე ძალიან დასამახსოვრებელი და სახალისო აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ  ბავშვებმა ასევე ქართული და სომხური აღდგომის მსგავსებასა და განსხვავებაზე ისაუბრეს. 

პედაგოგ კარინე ვოსკანიანის თქმით, მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა სწავლის დონეს ამაღლებს და მათ ქრისტიანული ტრადიციების სიყვარულს უნერგავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203