მარელისის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა
19-04-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს.
მოეწყო კვირეული, რომელიც მრავალფეროვანი და შემოქმედებითი აქტივობებით წარიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
მოეწყო დასკვნითი ღონისძიება, რომელიც მნახველს გულგრილს ვერ დატოვებდა. მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, საინტერესო ნომრები წარადგინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„მაისურებზე ამოტვიფრული დედაენა და ზურგზე - „მომავალი ჩვენია“ კიდევ უფრო ალამაზებდა ჩვენს ულამაზეს პატარებს. ქართული ლექსის, სიტყვის, სიმღერის პარმონიას ავსებდა ანბანთქება. პატარები უმღერდნენ ქართულ ანბანს და ვხედავდი როგორ შემართული იდგა ქართული სიტყვით დამშვენებული ქართული სული .წარმატებები ჩვენს შესანიშნავ მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს