
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს
საინფორმაციო შეხვედრა მიეძღვნა.
შეხვედრა 10 აპრილს გაიმართა, მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, თავიანთი დამოკიდებულებები და მოსზარებები გამოთქვეს და კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ დღის მნიშვნელობა საქართველოს ისტორიაში.
ბავშვებმა კლასის წინაშე საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს და თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს პატივი მიაგეს.
ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში ტრაგედია დატრიალდა, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერ დარბევაში. შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 427 კი, დაშავდა. 9 აპრილი კი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის გარდამტეხი თარიღი გახდა.
იხილეთ ფოტოები: