ტურცხის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული გაიმართა
19-04-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული დედაენის დღეს მიეძღვნა. 

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა იმღერეს, ქართული ცეკვის ნომრები წარადგინეს, სახელმწიფო წიმნი შეასრულეს და ლექსები წაიკითხეს.

დასკვნით ეტაპზე კი, კალიგრაფიისა და ხატვის კონკურსში გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვეს, მათ საპრიზო ადგილის შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. გამარჯვებული ნაშრომები გამოფენილი იყო დარბაზში და დამსწრე საზოგადოებას დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდა.

„კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით კოლეგებს - თანამშრომლობისათვის და მოსწავლეებს - აქტიური მონაწილეობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203