ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში „იდეატორთა კლუბი“ წარმატებით მუშაობს
18-04-2023
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში „იდეატორთა კლუბი“ ფუნქციონირებს.
სამუშაო პროცესში კი მე-4, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი.
კლუბის მიზანი მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობა და გარემოსდაცვითი სასწავლო პროექტების განხორციელებაა. მოსწავლეებმა ქართულ ენაზე კედლის გაზეთები დაამზადეს, მუშაობენ „დიდი წიგნის“ შექმნაზე.
კლუბს კოორდინატორი კონსულტანტ-მასწავლებელი ნანა ხუფენიაა. სამუშაო პროცესში აქტიურადაა ჩართული ქართული ენის კათედრის ხელმძღვანელი ნაირა კარახანიანი.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.