ბანძის საჯარო სკოლაში წინასააღდგომოდ საქველმოქმედო პროექტი განხორციელდა
18-04-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლაში წინასააღდგომოდ საქველმოქმედო პროექტი მოეწყო.
მასში მე-5, მე-7 და მე-9 კლასელ მოსწავლეთა შემადგენლობით შექმნილი კლუბი „მომავლის იმედი“ მონაწილეობდა. პროექტს ამავე სკოლის მასწავლებლები ეკა ხაჟომია და მარიამ ჩაგუნავა ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეებმა, საკუთარი რესურსებით გასაყიდად ჯეჯილი მოიწვიეს. გამომუშავებული თანხით ბევრი ტკბილეული, საკვები პროდუქტები, ჰიგიენის ნივთები შეიძინეს და მარტოხელა მოხუცებს დაეხმარნენ.
„მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს - დონალდ ძაგანიას. გილოცავთ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს