ჟდანოვის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
18-04-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე მე-7 კლასის მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე იმუშავეს.

დავალების თემა - „ალექსანდრე მაკედონელი“, გახლდათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებლის ნაირა მარიკიანის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა პერგამენტის სახით სხვადასხვა და საინტერესო პროდუქტის ნიმუშები შექმნეს.

მოსწავლეებმა ნამუშევრებზე ისტორიული თხზულება, ალექსანდრე მაკედონელის მიღწევების შესახებ, დაწერეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კომპლექსური დავალება ხელს უწყობს მოსწავლეებში მრავალმხრივ უნარების განვითარებას და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203