ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულს აქტივობები მიეძღვნა. ეს თარიღი მე-3 და მე-4, მე-6 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას საკუთარი ხელით დახატული და ფერადი ძაფების მეშვეობით შესრულებული ნამუშევრებით მიულოცეს.
მათ, ხელოვნების გაკვეთილზე, მასწავლებლ ვ.თევანიანის დახმარებით, მონდომებითა და ხალისით იმუშავეს, შედეგად კი მთელი ოთახი მათი ნაკეთობებით იყო სავსე.
„აღდგომა სიხარულის, იმედისა და განახლების დროა. ეს არის დრო, როდესაც უნდა აღვნიშნოთ იესო ქრისტეს აღდგომა და ახალი დასაწყისი, რომელიც მას მოაქვს ჩვენს ცხოვრებაში. ეს, ასევე, არის დრო, იმისთვის, რომ გაატაროთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, გემრიელად მიირთვათ კერძები, საჩუქრები გაცვალოთ და თბილი სააღდგომო სურვილების გააზიაროთ. მიუხედავად იმისა, აღდგომას აღნიშნავთ რელიგიურად თუ საერო გზით, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც აერთიანებს ხალხს და ქმნის სანუკვარ მოგონებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: