უჩმანის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესოდ აღინიშნა
18-04-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები მოეწყო.

მოსწავლეებმა დაამზადეს მრავალფეროვანი პლაკატები, რომლებიც კლასის წინაშე წარადგინეს და საკლასო ოთახში გამოფინეს.

ასევე მოზარდებმა, შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია წარადგინეს და ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნულობისა და იდენტურობისთვის დედაენის დღე.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203