ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელის ვარსენიკ ხაჩატრიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გაიმართა.
ის აღდგომის დღესასწაულს მიეძღვნა, მასში I და VI კლასების მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, აღდგომასა და გავრცლებულ ტრადიციებზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
„ღონისძიება ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: