სორმონის საჯარო სკოლაში, აუტიზმის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
ამჯერად, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მოეწყო, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო. მათ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“- მართლაც, სამყაროს მთავარი ხიბლი მის მრავალფეროვნებასა და განსხვავებულობაშია. ჩვენ, ყველანი, განვსხვავდებით გარეგნობით, თვისებებითა და შესაძლებლობებით, თუმცა, ის, რაც საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ და პატივი ვცეთ ერთმანეთს - სიყვარულის უნარია.
სიყვარულითა და სითბოთი სავსე გამოვიდა ჩვენი დღევანდელი დღე. პატარებმა თავიანთი უზომო სითბოთი და უშუალოებით დაგვანახეს, რამდენად ლამაზია მრავალფეროვანი სამყარო. კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია და სამყაროს გასაღები სიყვარულია.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ნესტან მასწავლებელს და თვალებციმციმა თეკლას, ამ დღის ასეთი გალამაზებისთვის.
ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ტრადიციულად, ეს ლამაზი და თბილი დღე ჩვენთან ერთად გაიზიარეს ჩვენმა საპატიო სტუმრებმა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: