„აღდგომა უკრაინაში“- ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი განხორციელდა
ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად,V-VI კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურ ენაში პროექტი - „აღდგომა უკრაინაში“ განახორციელეს. მათ საგნის პედაგოგი მაია კასრაძე ხელმძღვანელობდა. მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობებმა წარმატებით ჩაიარა.
„იქიდან გამომდინარე, რომ აღდგომა უფლის მკვდრეთით აღდგომას უკავშირდება, პარალელურად კი უკრაინაში სიკვდილ - სიცოცხლის ჭიდილია, გადავწყვიტეთ პროექტი მიგვეძღვნა და ინფორმაცია მოგვეძიებინა უკრაინაში არსებულ სააღდგომო ტრადიციებზე“, - ამბობს ინგლისურის პედაგოგი მაია კასრაძე.
იხილეთ ფოტოები: