„სააღდგომო ტრადიციები სხვადასხვა ქვეყანაში“ -  საინტერესო ღონისძიება ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში
18-04-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარადგინეს პრეზენტაციები და დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციები გააცნეს.

მოსწავლეები სხვა ქვეყნების ტრადიციებსა და კულტურას გაეცნენ.

ბავშვებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, გაიაზრეს მისი მნიშვნელობა და ტრადიციებისამებრ სასკოლო სივრცეში საზეიმოდ აღნიშნეს.

ღონისძიებას, პედაგოგი ლუიზა ფუტკარაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203