თხილნარის N2 სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები კუთვნილი მედლებით საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ
18-04-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ. 

ოქროს მედლები ანა ფუტკარაძეს, მარიამ მიქელაძეს და ვალოდია ბოლქვაძეს, ხოლო ვერცხლის მედალი ნინო მიქელაძეს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. მათი ხელმძევანელი ელისო რიგვავა იყო. ამჯერად, კურდსდამთავრებულები სწავლას სხვადასხვა  უნივერსიტეტებში აგრძელებენ.
 
აღსანიშნავია, რომ ისინი ნიჭიერი და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული მოსწავლეები იყვნენ. 

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203