ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა - რიმა კუპრეიშვილმა სააღდგომო ტრადიციებს საინტერესო გაკვეთილი მიუძღვნა 
18-04-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა - რიმა კუპრეიშვილმა სააღდგომო ტრადიციების შესახებ გაკვეთილი ჩაატარა.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია სააღდგომო ტრადიებთან დაკავშირებით და ისაუბრეს, თუ როგორ ხვდებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოში, საბერძნეთსა და უკრაინაში. მათ ისაუბრეს ახალ და ძველ ტრადიციებზე, განსაკუთრებულ აქტივობებზე, განსაკუთრებულ საკვებზე, ამ ქვეყნებს შორის მსგავსება-განსხვავებაზე.

მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და თემატური ნამუშევრები მოამზადეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203