„ნუ დავივიწყებთ წარსულს“- სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პატრიოტული ღონისძიებები
18-04-2023
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ერთვებიან.
მათ, მასწავლებელ ნ.გარუჩავას ხელმძღვანელობით, დედაენის დღე და 9 აპრილი აქტივობებით აღნიშნეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, საინტერესო ნომრები წარადგინეს და ამ დღეების ისტორიაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს