ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება ქვემო სარალის საჯარო სკოლაში
18-04-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს, მრვალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეული მიეძღვნა.

აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა ბოლო ეტაპი იყო, პროექტის- „მიყვარს შენი ყველა კუთხე, დალოცვილი ქართული!“.

„გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ ჩვენი სამშობლოს კუთხეებს  და დედაენას... “, - სწორედ ეს გახლდათ ამ პროექტის განხორციელების მიზანი.

აღსანიშნავია, რომ მონაწილე მოსწავლეები ქების სიგელით დაჯილდოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203