კლდის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი კვირეული მიეძღვნა
18-04-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, დაწყებითების, ქართული ენის, საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ესთეტიკური კათედრის თანამშრომლობით კვირეული ჩატარდა.

კვირეულის ფარგლებში სკოლაში სხვადასხვა სახის აქტივობები განხორციელდა:

1.საინფორმაციო შეხვედრები;
2.მხატვრული კითხვის  კონკურსი;
3.კალიგრაფიის კონკურსი;
4.ესეების კონკურსი;
5.ხატვის კონკურსი.

აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ.

ისინი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიდი ინტერესით გაეცნენ 1978 წელს მიმდინარე მოვლენებს ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭების შესახებ.

სკოლაში მოსწავლეებმა, კვირეული ფარგლებში ასევე საინტერესო პრეზენტაციები, მხატვრული და შემოქმედებითი ნომრები წარადგინეს.

13 აპრილს კი გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება და კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოება.

მოსწავლეებმა დამსწრე აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს, მოსწავლეებს და დამსწრე აუდიტორიას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203