ჯვარისის საჯარო სკოლის მე-2 კლასში მათემატიკასა და ინგლისურ ენაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. ამჯერად, მე-2 კლასში დაწყებითი კლასებისა და მათემატიკის პედაგოგიის - შორენა გიორგაძისა და ინგლისური ენის პედაგოგის მირანდა გიორგაძის ხელმძღვანელობით ინტეგრირებული გაკვეთილი გაიმართა.
მოსწავლეები მგლისგან შეშინებულ სააღდგომო ბაჭია ბანის ტყეში მიმოფანტული კვერცხების შეგროვებაში დაეხმარნენ და მათემატიკის მაგალითები/ამოცანები წარმატებით ამოხსნეს.
მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: