
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი მოეწყო.
გაკვეთილი ქართულისა და ხელოვნების ინტეგრირებით, მე-5 კლასში ჩატარდა.
მოსწავლეებმა, დაამუშავეს ტექსტი - „ბიძია თომას ქოხი“.
ასევე, ბავშვებმა გემრიელი კერძის საინტერესო რეცეპტი შექმნეს და საკუთარ გამოცდილებასთან დააკავშირეს.
ხელოვნების დახმარებით კი, ონლაინ პლატფორმაზე, საინტერესო რეცეპტების ბუკლეტი შექმნეს.
სკოლაში, გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვა, მათი მოტივაციისა და განწყობის ამაღლებისთვის.
იხილეთ ფოტოები: