თხილნარის N2 სკოლაში, დედაენის დღეს მიძღვნილ ღონისძიებას კლუბის - „ინკლუზიური განათლება- განათლება ყველასთვის“ წევრები აქტიურად შეუერთდნენ
19-04-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა.
დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასკოლო კლუბის - „ინკლუზიური განათლება-განათლება ყველასთვის“ მონაწილეებმა.
სპეცპედაგოგის რეკომენდაციითა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, სსსმ მოსწავლეებმა და კლუბის წევრებმა თავიანთი წარმოსახვით შექმნეს, ი.გოგებაშვილის მოთხრობის - „სხეულის ნაწილების ჩხუბი“ სიუჟეტური სურათები და მაყურებელს თავიანთი ინტერპრირებით გააცნეს ნაწარმოები.