ნარდევანის საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
18-04-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

ამჯერად, ღონისძიება აღდგომის დღესასწაულს მიეძღვნა. ის ბილინგვური განათლების კოორდინატორის ლუსვართ სარკსიანის ხელმძღვანელობით გაიმართა.

მასში მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. გარემოც სადღესასწაულოდ იყო მორთული.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203