
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი სასკოლო ღონისძიება მოეწყო.
ღონისძიება მე-4, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა.
დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ: ფ. ჭილაშვილი, ჟ.კოტორაშვილი, თ. ნონიაშვილი და მ. ტურაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მონაწილეებს დედაენის დღე მიულოცა, სკოლის დირექტორმა ნელი ტერტერაშვილმა.
„ღონისძიება ეძღვნებოდა ჩვენს უძველეს, უმდიდრეს და ულამაზეს ხმათა ხავერდების და ღმერთების ენას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.