„დედაენა ერის ღვთიური საუნჯეა“- ხიზაბავრის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
18-04-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. 

ჩატარდა ღონისძიება - „დედაენა ერის ღვთიური საუნჯეა“, პედაგოგებმა დედაენის ისტორიაზე, მნიშვნელობასა და არსებულ პრობლემებზე ისაურეს. მათ დამსწრე საზოგადოებას მოუწოდეს რომ ისწავლონ, იფიქრონ და წერონ სწორი ქართულით.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს. სკოლის ფოიეში შესაბამისი თემატიკის გამოფენა მოეწყო. მეექვსე კლასის მოსწავლეებმა კი პრეზენტაცია „დედა ენის სიწმინდის დაცვა ჩვენი მოვალეობაა“, მოამზადეს.

„მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მშობლებიც. სწორედ მთელი სასკოლო საზოგადოების ჩართულობა აამაღლებს საერთო ცნობიერებას ეროვნული საგანძურის დაცვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203