დედაენის დღისადმი მიძღვნილი ემოციური ღონისძიება უჩხოს საჯარო სკოლაში
18-04-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღეს ემოციებით სავსე ღონისძიება მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა, შთამბეჭდავი კედლის გაზეთები დაამზადეს, და საკლასო ოთახში გამოფინეს.

ბავშვებმა, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მოიძიეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი და რთული გზა განვლო ქართულმა ენამ.

ბავშვები სკოლის ეზოში გავიდნენ, მრავალფეროვანი პლაკატებითა და საქართველოს დროშით, რომელსაც სიამაყით აფრიალებდნენ და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავდნენ.

აღსანიშნავია, რომ დღე ძალიან ემოციური და შემეცნებითი ხასიათის იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203