ფერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის გმირთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი
18-04-2023
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეებმა თანაბრად გაიზიარეს როგორც 9 აპრილის, ასევე ის ტრაგედიები, რომლებიც საქართველოს თავს 1921, 2008 წლებში გადახდა. ღონისძიების მთავარი მიზანი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება იყო. მის ფარგლებში, მოსწავლეებმა თავიანთი ლიტერატურული და ფერწერული ნიმუშები წარადგინეს. 

„ამ დღეს ღონისძიების დამსწრეთა თვალებზე ბევრჯერ აკიაფდა ცრემლი“,- აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა სამშობლოსთვის გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, მათ 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურად ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აქტივობებში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო, მათ აზრი დააფიქსირეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203