სკოლებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი სხვადასხვა დროს დასრულდება
27-04-2018
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება.

პირველი და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები კი სწავლას უფრო ადრე დაამთავრებენ. პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდება 2018 წლის 25 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის - 18 მაისს. 

„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდეს 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდეს 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს (ანუ 25 მაისს) , ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს (ანუ 18 მაისს)“ - წერია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში.

შეგახსნებთ, რომ 2018-2019 სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203