„იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია და შემოქმედება“- თბილისის N60 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
18-04-2023
თბილისის N60 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე სხვადასხვა აქტივობით აღნიშნეს. 

II კლასში მოსწავლეებმა პროექტზე - „იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია და შემოქმედება“, იმუშავეს. მათ კლასის დამრიგებლის - თიკო აბაშიძის ხელმძღვანელობით, მასალები მოიძიეს. მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას ეტაპობრივად ეცნობოდნენ.

მათ საბოლოო ნამუშევარი პრეზენტაციის სახით წარადგინეს. 

აქტივობაში თითოეული მათგანი დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ვიდეოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...