გორას საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სააღდგომოდ მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ
18-04-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან.
ამჯერად, მოსწავლეები, პედაგოგ გუგული ვერძაძის ხელმძღვანელობით, ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის მოხუცთა თავშესაფარში იმყოფებოდნენ, მათ ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და ძალიან გაახარეს.
ბათუმის სათნოების სახლში მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ვიზიტმა წარმატებით, საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
„ჩვენი მიზანია საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება ღირებულებების მიღმა... ემპათიის გამოხატვა შხვედრაზე საინტერესეო იყო. გახარებული ადამიანები გულწრფელ მადლობას უხდიდნენ და გულში იკრავდნენ პატარებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს