ანდეზიტის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
18-04-2023
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა თუ პროექტი იმართება. 

ამჯერად, მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამუშაო შეხვედრა საბუნებისმეტყველო საგანთა მასწავლებლმა მანანა იაკობიძემ ჩაატარა.

შეხვედრა მოიცავდა პრეზენტაციას, ვიდეორგოლების განხილვასა და დისკუსიას. მის მიმდინარეობაში ყველა მონდომებით ჩაერთო, მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

შეხვდრამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:

 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203